"ანდაზეთის სამეფო"
понедельник, 20 ноября 2017 г.
воскресенье, 19 ноября 2017 г.
ჰოპლა, ეს ჩვენ ვართ ანუ პროექტის წარდგენა
გადაღებები რამდენიმე დღე გაგრძელდა. ძალიან დავიღალეთ. მასწავლებელსაც გავუბრაზდით. ეს ჩვენი სურათია მუშაობის დაწყების წინ. ჯერ კიდევ ვმხიარულობთ და გაცინებაც შეგვიძლია. ყველაზე მეტს დანიელი გვამხიარულებს იმიტომ, რომ წასვლა უნდა და ხელს გვიშლის.
მოკლედ, ხათუნა მასწავლებლის ათასჯერ გაბრაზების შემდეგჩვენ მაინც მოვახერხეთ და სიურპრიზი მოგიმზადეთ. ეს არის სიურპრიზი #1 სახელწოდებით "რებუსი"
მოკლედ, ხათუნა მასწავლებლის ათასჯერ გაბრაზების შემდეგჩვენ მაინც მოვახერხეთ და სიურპრიზი მოგიმზადეთ. ეს არის სიურპრიზი #1 სახელწოდებით "რებუსი"
ბიჭების მეორე ჯგუფი ახალ სიურპრიზს გვიმზადებდა: სიურპრიზი #2 სახელწოდებით "კროსვორდი". ძალიან ძნელი დარჩა მისი შევსება და თავად ჯგუფისთავი რომ არ დაგვხმარებოდა, შერცხვენილები დავრჩებოდით. ეს სიძნელეც გადავლახეთ და ახლა შემოგთავაზებთ ჩვენს ახალ ნამუშევარს
დათოს ჯგუფმა უფრო საინტერესო სამუშაო შემოგვთავაზა. მათ ორნაირი სავარჯიშო მოგვიმზადეს–რებუსისა და კროსვორდის სახით. მე კროსვორდის არჩევა მინდოდა, მაგრამ ბიჭებმა დამასწრეს და კროსვორდი აირჩიეს. არა უშავს, კროსვორდიც საინტერესოა, მაგრამ რებუსი მაინც სჯობია. მაშ ასე, სიურპრიზი #3
მორიგი სიურპრიზი კროსვორდის სახით. უკვე ისე შევეჩვიეთ ამგვარ სავარჯიშოებს,
სიძნელეები სასაცილოდ გვეჩვენება
დამთავრდა პროექტის წარდგენის ბოლო გადაღებაც. ეს აკორდია.
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მეშვიდე (ბ) კლასის პროექტი "გამოცანები და ანდაზები მშობლიურ კუთხეზე..."
„ანდაზეთის სამეფო“ და მისი ბინადარნი
მოგესალმებით ანდაზეთის სახელმწიფოდან. მართალია,
ჩვენი მოსახლეობა სულ 12 სულს შეადგენს, მაგრამ რიცხოვნობის სიდაბლის არ გვეშინია იმიტომ,
რომ ჩვენთან არიან ბათუმის მეთოთხმეტე საჯარო
სკოლის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე შემოქმედებითი და ყველაზე ორიგინალური მოსწავლეები.
მათ შორის, ყველაზე ცელქებიც. რატომ მთელი კლასი, არა? ახლავე მოგახსენებთ: ხათუნა
მასწავლებლის (ჩვენი პროექტის ხელმძღვანელია)
აზრით, კლასის დანარჩენი ნაწილი სხვა პროექტებში ჩაერთვება და მერე ჩვენ ვუგულშემატკივრებთ,
როგორც ახლა ისინი გვიჭერენ მხარს. ასე რომ,
გამოდის, არა მარტო ჩვენი ჯგუფი, არამედ მთელი ჩვენი კლასი არის ჩვენი სკოლის ყველაზე
მეგობრული კლასი.
ბევრი არა ვართ,
ამიტომ თითოეულ მათგანზე გესაუბრებით. ჩვენში ყველაზე ცელქი ხვიჩა შარაშიძეა . კლასში
პირველ მერხზე, მასწავლებლის წინ, ჯდება, აქაოდა,
ბევრს არ ვიცელქებო, მაგრამ, მე მგონი, არაფერი გამოდის აქედანაც. ისე ნიჭიერი ბავშვია
და გამოგვადგება.
დათო ჩხაიძე ყველაზე
ჩუმია. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ რჩევები კი კარგი იცის. შოთა დავითაძე ყველაზე
კარგად კითხულობს ლექსებს მხატვრულად, მღერის კიდეც. ნია ბერიძე და თამუნა ჩხიკვაძე
ყველაზე კარგი ორგანიზატორები არიან. რაც არ უნდა დაავალო, ყველაფერს დროზე ასრულებენ.
გიორგი ყურაშვილისათვის დავალება ჯერ მიცემული არ არის, რომ უკვე გაკეთებული აქვს.
რა ხარისხით? აი, მაგას პროექტის ბოლოს დავინახავთ. ანრი თოფჩიძე და ლუკა ბოლქვაძე
ყველაზე ხმაურიანები არიან ჩვენს ჯგუფში. ჩვენი ბრალი ხომ არ არის, რომ ისინი ყველაზე
ადრე ხვდებიან კითხვის პასუხს და ადგილიდან ყვირიან? ხანდახან ამისათვის სასჯელიც კი
მიუღიათ, მაგრამ არც ადარდებთ, ისევ აგრძელებენ ხმაურს! ნიკოლოზ გორგილაძე ჩვენი გუნდის მთავარი მაესტროა, ყველაზე დინჯიც მათ შორის. მისი და ხვიჩას ტანდემი ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება. დათა ჯაბნიძე, მართალია,
წელს შემოუერთდა ჩვენს კლასს, მაგრამ ხათუნა მასწავლებლის ფავორიტი მოსწავლის ტიტული
უკვე დაიმსახურა. დანიერ მოისწრაფიშვილს ჩვენს ჯგუფში ყველაზე „ძალითჩართული მოსწავლის“
ტიტული აქვს. არაფრით უნდოდა, პროექტში მუშაობა, მაგრამ ხათუნა მასწავლებელმა მის მიმართ
აშკარად დიქტატორული რეჟიმი გამოიყენა და ახლა ჩვენს რიგებშია. ჩვენს კლასელებსაც მოუსმინეთ,
თუ რატომ არის დანიელი ჩვენთან.
და ბოლოს, თქვენი მონა–მორჩილი, ანა ფუტკარაძე. საკუთარ
თავზე, აბა, რა გესაუბროთ? უმჯობესია, ჩემს მეგობრებს მოუსმინოთ. ახლა კი, მთავარია,
რომ მეც „ანდაზეთის სამეფოს“ ბინადარი ვარ და ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც „გამოცანები
და ანდაზები მშობლიურ ქალაქზე. . . „ ჰქვია.
კეთილი სურვილებით:
ანა ფუტკარაძე
Подписаться на:
Сообщения (Atom)